გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება, რადგან პარლამენტში არ დადიოდა
გურამ მაჭარაშვილი - ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება, რადგან პარლამენტში არ დადიოდა

ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტის დატოვებით საკანონმდებლო ორგანოს არაფერი დააკლდება, რადგან ის პარლამენტში არ დადიოდა და საკანონმდებლო საქმიანობას არ ეწეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, სამწუხაროა, რომ ზურაბ ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საკუთარ თავს პოლიტიკურ ორგანოში ვერ ხედავენ.

„მისგან განსხვავებით, მამუკა ხაზარაძე პარლამენტში დადიოდა, მაგრამ მხოლოდ საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეით იყო დაკავებული და მას რაიმე ჯანსაღი დებატები, ან საკანონმდებლო ცვლილებები არ მოუმზადებია და არ გვახსენდება. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები თავის თავს პოლიტიკურ ორგანოში ვერ ხედავენ.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა გუშინ იმსჯელა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა გახდა.