პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა გახდა.

საკითხზე კომიტეტმა დღეს იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საკითხი ბიუროს სხდომას გადაეცემა, მოგვიანებით კი, დადგენილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის დატოვების შესახებ თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება, პარლამენტში ჰერმან საბო ჩაანაცვლებს, რომელიც „გირჩის“ სიაში შემდეგია, ვისაც პარლამენტში შესვლა უწევს.