გურამ მაჭარაშვილი - შვედეთის განცხადება მტკიცებულებაა, რომ არასამართლიანად ხდება ზეწოლა, თურმე შვედეთს სჭირდება გამჭვირვალობა და საქართველოს - არა, ეს ვასალური დამოკიდებულებაა
შვედეთს თურმე გამჭვირვალობა სჭირდება, რათა უცხოეთიდან შესული თანხები აკონტროლოს და საქართველოს არ სჭირდება, რადგან შვედეთმა უნდა აკონტროლოს საქართველოს პოლიტიკური სისტემა. ეს ვასალური დამოკიდებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილი უცხოური დაფინანსების შეზღუდვის შესახებ შვედეთის მთავრობის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „მათი განცხადება კლასიკური მტკიცებულებაა იმის, რომ საქართველოზე ზეწოლა არასამართლიანად ხორციელდება“.
„თურმე შვედეთს გამჭვირვალობა სჭირდება, რათა უცხოეთიდან შესული თანხები აკონტროლოს და საქართველოს არ სჭირდება, რადგან შვედეთმა უნდა აკონტროლოს საქართველოს პოლიტიკური სისტემა. ეს არის ვასალური დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ორმაგი სტანდარტები არსებობს, რაც, სხვათა შორის, გაშიფრულია და დეზინფორმაციის გავრცელება არავის გამოუვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს.