გურამ მაჭარაშვილი - რუსთავ-გარდაბნის საარჩევნო ოლქში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი განსაკუთრებით მას შემდეგ შემცირდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მხარდაჭერა დააანონსა
გურამ მაჭარაშვილი - რუსთავ-გარდაბნის საარჩევნო ოლქში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი განსაკუთრებით მას შემდეგ შემცირდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მხარდაჭერა დააანონსა

რუსთავ-გარდაბნის საარჩევნო ოლქში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების შანსი განსაკუთრებით მას შემდეგ შემცირდა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მხარდაჭერა დააანონსა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ლელოს“ ყველა მხარდამჭერი ნამდვილად არ არის „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი. როგორც კი, საპარლამენტო არჩევნებში „ლელო“ „ნაცმოძრაობასთან” ასოცირდა, თვითმმართველობის არჩევნებში „ლელომ“ ამის გამო გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო.

რა თქმა უნდა, რუსთავსა და გარდაბანში ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გაიმარჯვებს. ამომრჩეველი კარგად ხედავს, ვინ არის დემოკრატიული ინსტიტუტების მომხრე და შეურაცხმყოფელი დემოკრატიული ინსტიტუტების“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება კენჭისყრის შედეგად 15 თებერვალს შეუწყვიტა. ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზი გახდა სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. მანდატის შეწყვეტის შემდეგ „ლელოში“ განაცხადეს, რომ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენენ.