გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, ნინო ბურჯანაძის პათოსს საზოგადოება იზიარებდეს
გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, ნინო ბურჯანაძის პათოსს საზოგადოება იზიარებდეს

არ მგონია, ნინო ბურჯანაძის პათოსს საზოგადოება იზიარებდეს. საზოგადოება საკუთარ არჩევანს არჩევნებზე აკეთებს და აფიქსირებს, მისთვის რომელი პოლიტიკური პარტია არის მისაღები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

როგორც მაჭარაშვილი აცხადებს, მსგავს განცხადებებში ახალი არაფერია.

„ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი რომ აცხადებს, ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული ქართული პოლიტიკის განსაზღვრაო, სამწუხაროდ, ამაში ახალს ვერაფერს ვხედავთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც ხან დასავლეთის მხარდამჭერები არიან, ხან რუსეთის, ხან არც ერთის. ეს ყველაფერი სამწუხაროა, რადგან ოპოზიციური სპექტრი უნდა იყოს კრიტიკულად, ჯანსაღად განწყობილი ხელისუფლების მიმართ. არ მგონია, ნინო ბურჯანაძის პათოსს საზოგადოება იზიარებდეს. საზოგადოება საკუთარ არჩევანს არჩევნებზე აკეთებს და აფიქსირებს, მისთვის რომელი პოლიტიკური პარტია არის მისაღები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.