გურამ კაშია - ეს ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის, ვამაყობ ქართველობით
გურამ კაშია - ეს ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის, ვამაყობ ქართველობით

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას განცხადებით, საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოება მისთვის მოულოდნელი იყო.

როგორც კაშიამ განაცხადა, მისთვის ეს ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის.

„ძალიან მოულოდნელი იყო. უბედნიერესი და გაოცებული ვარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ჯილდოს. ჩემი ოჯახი იამაყებს. ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა. ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ. ეს ჯილდო ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის“,- განაცხადა გურამ კაშიამ.

მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ადამიანს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა. ყველა მათგანს ჯილდო გადაეცა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.