გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ადამიანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა
გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ადამიანი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე ადამიანს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.

საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდნენ: ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია, რეჟისორები: თემურ ჩხეიძე, გელა კანდელაკი, ლევან ჭოღოშვილი, ასევე პროფესორი ზურა კიკნაძე, მომღერალი მანანა მენაბდე, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებელი, ნორვეგიელი სვენდ ვოგე, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ დირექტორი ქეთი ხუციშვილი და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გურამ კაშია.

ყველა მათგანს ჯილდო გადაეცა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.