გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენი სულიერი გაუპატიურება უნდათ
გურამ ფალავანდიშვილი - ჩვენი სულიერი გაუპატიურება უნდათ

მათ უნდათ ჩვენი სულიერი გაუპატიურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოება „ზნეობის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ლგბტ პირებს არ მიეცემათ არანაირი გეი პრაიდის ჩატარების შესაძლებლობა.

„ჩვენი მიზანია, დავიცვათ დედაქალაქში წესრიგი. როდესაც გავიგეთ, რომ გარყვნილებაში მყოფი ლგბტ პირები აპირებენ, გააპროტესტონ საპატრიარქოს ქრისტიანული განცხადება და ვიცით, რომ უნდა გაიმართოს კვირეული, ჩვენ – ქართველი ერი ვერთიანდებით, მოხდება ავტობუსებით ხალხის ჩამოსვლა რაიონებიდან. ჩვენ დავიკავებთ წინა დღეებიდან ქალაქში ცენტრს და დავიცვათ წესრიგს, რომ არ ჩატარდეს ლგბტ კვირეული“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის რვა მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანია, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა აქცია არ გამართონ.