გუგა ფალავანდიშვილი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ მოლდოვას ჩემპიონ ტირასპილოს „შერიფთან“ წარმატების შანსი გააჩნია.
ამჟამად გუგა პოლონეთში გამოდის. შარშან კი მოლდოვას ჩემპიონატში, „შერიფის“ კონკურენტ კიშინიოვის “დაჩიაში” თამაშობდა და საქართველოს ჩემპიონის მომავალ მეტოქეს კარგად იცნობს.
„ტირაპოლის გუნდს დიდი ფინანსები აქვს და მოლდოვას ჩემპიონატში მუდმივად ლიდერია. „შერიფის“ თამაშებზე გულშემატკივარიც მრავლად დადის. რთული მეტოქეა და რა თქმა უნდა, საერთაშორისო დონეზე მეტი გამოცდილებაც გააჩნია, რაც ტირასპოლელთა შანსებს ზრდის. მაგრამ ჩვენი ბიჭები თავის ფეხბურთს თუ ითამაშებენ, შანსი ნამდვილად ექნებათ. „ტორპედოს“ ამ ბარიერის გადალახვის შეუძლია”, – ამბობს ფალავანდიშვილი.