გუდაურში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართება
გუდაურში სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპი გაიმართება

გუდაური 7-8 მარტს 2020 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო თასის მეორე ეტაპს უმასპინძლებს, იტყობინება საქართველოს სათხილამურო ფედერაცია.

ჩემპიონატი „კუდებზე“ სლალომსა და გიგანტურ სლალომში ჩატარდება.

ეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის (გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, აჭარის) ნაკრები გუნდები, რომლებიც სამ ასაკობრივ ჯგუფში იასპარეზებენ:

ბავშვები I, დაბადების წელი 2006-2007;
ბავშვები II, დაბადების წელი 2004-2005;
მოზრდილები და იუნიორები, დაბადების წელი 2003 და უფროსი ასაკი.

საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები შეჯიბრების დასრულების შემდეგ ფინიშის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდებიან.