გუდაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
გუდაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გუდაურში დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ჟურნალისტებს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკაში განუცხადეს, ამჟამად პაციენტი რეანიმაციაში რჩება.

„პაციენტი გადმოყვანილია გუდაურიდან კატასტროფის ბრიგადის მიერ. აღენიშნება ცეცხლნასროლი ჭრილობები, ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამჟამად პაციენტი აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სამედიცინო ჩვენების მიხედვით, პაციენტს არ ესაჭიროება სხვაგან გადაყვანა, კლინიკას აქვს ყველანაირი რესურსი ამ სიმძიმის პაციენტისთვის“, – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით ლოლაძემ.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შემთხვევა გუდაურში დღეს დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაიჭრა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი