გუდაურში მკვლელობა მოხდა
გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ერთი პირი, ერთი კი მძიმედაა დაჭრილი და კლინიკაშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილიც და დაჭრილიც საქართველოს მოქალაქეები არიან. ასევე საქართველოს მოქალაქეა სავარაუდო დამნაშავე. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სავარაუდო დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა „ახალ გუდაურში“ დღეს, დილით მოხდა.