გროცურეკი ბათუმელებს კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“, რომელმაც სან-მარინოში „ტრე პენე“ კონფერენციის ლიგაზე დღეს მეორედაც დაამარცხა (3:0) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა, ლუკას გროცურეკი ვერ დაეხმარა.
გია გეგუჩაძის გუნდის ავსტრიელ ლეგიონერს სან-მარინოს გუნდთან განმეორებით თამაშამდე კორონავირუსი დაუდასტურდა. ლუკაშ გროცურეკი სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს და ცხადია, გუნდს ვერ დაეხმარა.
კონფერენციის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ „ბატეს“ შეხვდება. პირველი მატჩი 22 ივლისს ბათუმში გაიმართება, ხოლო 29 ივლისს გეგუჩაძის გუნდი მეტოქეს ბელარუსში ესტუმრება.
29 წლის ავსტრიელი ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ პირველ მატჩში ვერ დაეხმარება, მაგრამ განმეორებით მატჩში, გუნდის განაცხადში შეიძლება მოხვდეს.