გრიზმანს ბოლო ოთხ წელიწადში ყველაზე უარესი, უგოლო სერია აქვს

16:55, 25.06.2020

„ბარსელონას“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი სირთულეს კატალონიურ კლუბთან ადაპტაციის მხრივ, კვლავ განიცდის. ფრანგი ფეხბურთელი ლა ლიგაში უკვე შვიდი მატჩია, გოლის გატანას ვერ ახერხებს – ეს ყველაზე გრძელი უგოლო სერიაა გრიზმნისთვის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. 2016 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე ფორვარდმა ვერ შეძლო ზედიზედ ცხრა მატჩში მეტოქეთა კარის აღება, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი Opta.

გრიზმანმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა ესპანეთის ჩემპიონატში და რვა გოლი გაიტანა. მის ბოლო გოლი 15 თებერვლის თარიღდება.

მსგავსი