გრიგოლ ვაშაძემ და კობა ნაყოფიამ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გამართეს

12:02, 30.11.2020

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ და პარტიის წევრმა, კობა ნაყოფიამ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრა გამართეს.

კარლ ჰარცელის რეზიდენციაში შეხვედრას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა.

შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მათ ელჩის რეზიდენციაში მისვლა სთხოვეს, რათა საკუთარი მოსაზრებები წარმოედგინათ.

მსგავსი