გრიგოლ ვაშაძე - შეცდომები გაცნობიერებულია და მომავლის გეგმაც არსებობს
გრიგოლ ვაშაძე - შეცდომები გაცნობიერებულია და მომავლის გეგმაც არსებობს

შეცდომები გაცნობიერებულია და მომავლის გეგმაც არსებობს, გაერთიანებული ოპოზიცია კი არ იშლება პირიქით, ერთიანდება, რომ საბოლოდ აღკვეთოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა​, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ ყრილობის დაწყებამდე განაცხადა.

„ახალი საქართველო“ ერთ-ერთი ძლიერი, ღირებული და აქტიური წევრია გაერთიანებული ოპოზიციის. გაერთიანებული ოპოზიცია არის ის გაერთიანება, რომელმაც ოპოზიციას საქართველოში ხარისხობრივი ნაბიჯი გადაადგმევინა. ხომ იძახდნენ, რომ ჩვენ ვართ სექტა და ვერასდროს ავიღებდით 300 ათასზე მეტ ხმას? დავამსხვრიეთ ეს მითი. ხომ ამბობდნენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირე არ ეყოლებაო? ეს მითიც დავამსხვრიეთ.

მიზანმიმართული მუშაობით ვაჩვენეთ, რომ იმ ცხრა წლის განმავლობაში როგორ გადაიქცა ღმერთისგან დავიწყებული გეოგრაფიული ტერიტორია მოქმედ თანამედროვე სახელმწიფოდ. შეცდომები გაცნობიერებულია და მომავლის გეგმაც არსებობს. გაერთიანებული ოპოზიცია კი არ იშლება პირიქით, ერთიანდება, რომ საბოლოდ აღკვეთოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ რიგგარეშე ყრილობას სასტუმრო „ბილტმორში“ მართავს.