პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ რიგგარეშე ყრილობას მართავს

14:58, 17.03.2019

პოლიტიკური გაერთიანება „ახალი საქართველო“ რიგგარეშე ყრილობას მართავს.

ყრილობას გაერთიანებული ოპოზიციიის ლიდერები ესწრებიან.  ასევე, ყრილობას ესწრება პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი.

პარტიის ყრილობაზე განსახილველი საკითხებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო პლატფორმა -ახალი საქართველოს” სახელის ცვლილება; გაერთიანების სათათბიროს ახალი შემადგენლობის არჩევა; გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა; „ახალი საქართველოს“ წესდებით გათვალისწინებული რეგიონალური კომიტეტის და სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევა; წესდებაში ცვლილებების შეტანა.

მსგავსი