გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, მაქსიმალურად პროპორციული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა
გრიგოლ ვაშაძე - ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია, მაქსიმალურად პროპორციული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია – პროპორციული ან  პროპორციულთან დაახლოვებული არჩევნები, პოლიტპატიმრების უპირობო გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა.

„იპოზიციის მხრიდან რჩება ზუსტად იგივე მოთხოვნები – მაქსიმალურად პროპორციული ან  პროპორციულთან დაახლოვებული არჩევნები, უპირობო გათავისუფლება პოლიტპატიმრების და იმ წარმოებული საქმეების შეწყვეტა, რომელიც საქართველოს მოქალაქეეების და ოპოზიციის თვალში არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა“,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პროპორციულობის პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს.