გრიგოლ ვაშაძე - არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ
გრიგოლ ვაშაძე - არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ

არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის არჩევნების მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.

„არავითარი წინასწარი ზეიმი, წინ არის არჩევნების მეორე ტური, რომელსაც აუცილებლად მოვიგებთ და საქართველოში დაიწყება ხელისუფლების ცვლა. ეს უკვე გარდაუვალია. ღირსების არჩევნებში მოქალაქეებმა მტკიცე პოზიცია გამოხატეს. ძალიან დიდი მადლობა მხარდამჭერებს, გუნდის წევრებსა და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც მოვიდნენ არჩევნებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო „ევროპულ საქართველოს“, დავით ბაქრაძეს, რომელმაც უმაღლესი სტანდარტის პოლიტიკური ჟესტი გააკეთა და მადლობა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელსაც გვიან ღამით შევხვდი. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას მალე გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, მეორე ტურის შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს ხმას.