გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისმა გუნდმა, ტულის „არსენალმა“ პრემიერლიგის ლიდერს, სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლა და 4:2 სძლია.
რუსულ მედიაში გამოქვეყნდა InStat-ის პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით შედგენილი სიმბოლური ნაკრები, სადაც 11 რჩეულში ქართველიცაა. მედიის ცნობით, 29 წლის გრიგალავამ „ზენიტისა“ და რუსეთის ნაკრების თავდამსხმელი, არტიომ ძიუბა გაანეიტრალა და თავი საიმედო თამაშით გამოიჩინა.
გია გრიგალავა, ტულის „არსენალის“ ძირითადი შემადგენლობის, შეუცვლელი მოთამაშეა. მისი გუნდი 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და მესამეადგილოსან მოსკოვის ცსკა-ს შვიდი ქულით ჩამორჩება.