გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი - აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს

აშშ-ს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარება კვლავ სურს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

გრენლანდიისა და მისი მოსახლეობის მიმართ აშშ-ის შეხედულება არ შეცვლილა: გრენლანდია უნდა იყოს დაკავშირებული აშშ-თან და იქიდან იმართებოდეს“, – განაცხადა ნილსენმა.

მისი თქმით, აშშ აგრძელებს გზების ძიებას გრენლანდიის დასაკუთრებისა და კონტროლისთვის.

„ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ მუდმივ გაურკვევლობაში იმის თაობაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ხვალ. გვინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვათ: ეს მიუღებელია“, – თქვა ნილსენმა.

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ქვეყნები არ დაიცავენ საერთაშორისო სამართალსა და წესებს, მაშინ დიდი სახელმწიფოები მსოფლიოს დაყოფის რისკებს ქმნიან, სადაც თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება აღარ იარსებებს.