გრანიტ ჯაკა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის გაყალბების გამო შვეიცარიის ნაკრებიდან გააძევეს #1TVSPORT

20:02, 21.09.2026

„სანდერლენდის“ ნახევარმცველი გრანიტ ჯაკა არ ითამაშებს შვეიცარიის ნაკრებში ერთა ლიგის პირველ ოთხ ტურში. ფეხბურთელმა აღიარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის გაყალბება, რის შემდეგაც შვეიცარიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა პეტერ კნებელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„გუშინ საღამოს, გრანიტ ჯაკამ შეგვატყობინა, რომ ამ საკითხზე საჯაროდ გამოსვლასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას გეგმავს. ჩვენ მივესალმებით ჯაკას ამ ნაბიჯსა და სიტუაციის გარკვევაში მის მზაობას. ამავდროულად, მივედით საერთო დასკვნამდე, რომ გუნდის ინტერესებშია უახლოესი შეკრებისა და მატჩების მის გარეშე ჩატარება.

ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვითარების ჩაწყნარება და სრულად კონცენტრირება გუნდსა და ერთა ლიგაზე. ამ სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, ჯაკასთან ერთად სიტუაციას ხელახლა შევაფასებთ და შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავთ“, – მოჰყავს კნებელის სიტყვები შვეიცარიის ფეხბურთის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდს.

მსგავსი