გრანიტ ჯაკა „ჰერტას“ მოელაპარაკა
გრანიტ ჯაკა „ჰერტას“ მოელაპარაკა

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველის გრანიტ ჯაკას აგენტმა ხოსე ნოგუერომ განაცხადა, რომ მის კლიენტს ბერლინის „ჰერტასთან“ ზეპირი შეთანხმება აქვს.

„მინდა გულახდილად გითხრათ: ჩვენ მოველაპარაკეთ „ჰერტას“ და გვინდა ბერლინში გამგზავრება. ამის შესახებ უკვე ვაცნობეთ „არსენალის“ ხელმძღვანელობასა და მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას“, – განაცხადა ნოგუერომ ინტერნეტ-გამოცემა Blick-თან კომენტარში.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, „ჰერტამ“ 27 წლის შვეიცარიელში ლონდონურ კლუბს 25 მილიონი ევრო შესთავაზა.

ადრე ჯაკა გერმანიის ჩემპიონატში გამოდიოდა. 2016 წელს „არსენალში“ გადასვლამდე, ის ოთხი სეზონი „გლადბახში“ ირიცხებოდა. წლევანდელი სეზონი ნახევარმცველმა „არსენალის” კაპიტნის რანგში დაიწყო, მაგრამ ნოემბრის დასაწყისში ეს სტატუსი კლუბის გულშემატკივრებთან კონფლიქტის გამო ჩამოართვეს.