„იუვენტუსი“ და „რომა“ გრანიტ ჯაკასთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
„იუვენტუსი“ და „რომა“ გრანიტ ჯაკასთვის იბრძოლებენ #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსი“ „არსენალისა“ და შვეიცარიის ნაკრების ნახევამცველით გრანიტ ჯაკათი დაინტერესდა.

როგორც გამოცემა Calciomercato იტყობინება, ტურინული კლუბი აპირებს კონკურენცია გაუწიოს „რომას“, რომელიც აქამდე მთავარ პრეტენდენტად მიიჩნეოდა 28 წლის ფეხბურთელის შეძენაზე.

ვარაუდობენ, რომ „რომას“ ბოლო წინადადება „არსენალის“ მისამართით 13 მილიონი ფუნტი იქნება.

2020-21 წლების სეზონში ჯაკამ 45 მატჩი ჩაატარა ლონდონელთა რიგებში, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი შეასრულა.