„ინტერმა“ ერიქსენი, შესაძლოა, ჯაკაში გაცვალოს
„ინტერმა“ ერიქსენი, შესაძლოა, ჯაკაში გაცვალოს

მილანის „ინტერის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი, შესაძლოა, ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდეს. 28 წლის დანიელი იტალიურ კლუბში „ტოტენჰემიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა და დღემდე ვერ შეძლო სასტარტო შემადგენლობაში ადგილის მოპოვება. დღეისთვის „ინტერი“ ნახევარმცველთან გამოთხოვებას აპირებს.

მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია – გაცვლა ლონდონის „არსენალთან“. „ინტერის“ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შემადგენლობის გაძლიერება საყრდენი ნახევარმცველით სურს. მილანელთა მთავარი სამიზნეა – „ჩელსის“ ნახევარმცველი ნ’გოლო კანტე, რომელთანაც ლონდონური კლუბი გამოთხოვებას არ ჩქარობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი“ წერს, ალტერნატივა შეიძლება გახდეს გრანიტ ჯაკა „არსენალიდან“, რომელიც სერიოზულ კონკურენციას წააწყდა გუნდში ტომას პარტეის მისვლის შემდეგ. სწორედ ჯაკასა და ერიქსენის გაცვლა შეიძლება მოხდეს „ინტერსა“ და „არსენალს“ შორის.

დატოვე კომენტარი