გორში იმ სახლის მეზობლად მცხოვრებლებს კითხავენ, სადაც გამოძიების ინფორმაციით, გოგონას მკვლელობა მოხდა
გორში იმ სახლის მეზობლად მცხოვრებლებს კითხავენ, სადაც გამოძიების ინფორმაციით, გოგონას მკვლელობა მოხდა

გორში გამომძიებლები იმ სახლის მეზობლად მცხოვრებლებს კითხავენ, სადაც გამოძიების ინფორმაციით, გოგონას მკვლელობა მოხდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ცოტა ხსნის წინ, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ორი ქალი, ორ მცირეწლოვანი ბავშვთან ერთად, პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ისინი ფიქრობენ, რომ გამოძიება ბრალდებულის ტელეფონში აღმოჩენილი ფოტოებით დაინტერესდება.

მეზობლები არ გამორიცხავენ, რომ ფოტოებზე სხვა ბავშვებიც იყვნენ.

ცხრა წლის ნ.ბ, რომელსაც ოჯახი 25 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან ეძებდა, იმავე საღამოს მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს.

მკვლელობაში ბრალდებული გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ი.ნ. წარსულში ნასამართლევია.