გორის მუნიციპალიტეტში 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა

15:01, 07.09.2020

გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“ 40 წელს გადაცილებულ მამაკაცს დაუდასტურდა. ამ წუთებში ეპიდემიოლოგების ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინე გიუნაშვილმა დაუდასტურა.

გორში მცხოვრებ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი10-მდე პირი გადაყვანილია თვითიზოლაციაში და აღებულია ორი ნიმუში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის ოთხი ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამის ინფიცირების წყარო ცნობილია და ის უკავშირდება ქობულეთის კლასტერს, 40 წელს გადაცილებული მამაკაცის ინფიცირების წყაროს დადგენაზე კი სპეციალისტები მუშაობენ.

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სულ 25 შემთხვევაა დადასტურებული.

მსგავსი