გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ქერეში აქციის მონაწილეებს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი სოფელ ქერეში აქციის მონაწილეებს შეხვდა

სოფელ ქერეში, აქციის მონაწილეებს გორის მუნიციპალიტეტის მერი კოტე თავზარაშვილი შეხვდა.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლებას სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

„რაც ეხება სოფლის გზას, წყალს, სოფლის სტატუსს, განათებას, შემექმნა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობამ იცის, ყველაფრის მოწესრიგებას ვიწყებთ 2020 წელში, თუმცა მაინც მოითხოვეს ხელმეორედ გამეორება. ეს ყველაფერი გაკეთდება და 2020 წელი იქნება ქერეს წელი. რაც შეეხება სკოლას, ჩვენ მივმართეთ მუნიციპალური განვითარების ფონდს. მათ ნახეს ადგილზე ძველი შენობა. ახლა მიდის თანხების მოძიება, რომ ახალი სკოლა აშენდეს სოფელ ქერეში. საბავშვო ბაღის მშენებლობაზე მიდის თანხების მოძიება. მოსახლეობამ გვთხოვა, რომ მოსწავლეებმა არა მერეთში, არამედ ტყვიავში იარონ, ამაშიც შევეცდებით დავეხმაროთ. შვიდ სოფელს მიენიჭება მაღალმთიანი სოფლის სტატუსი და მათ შორის არის ქერეც“, – განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას კოტე თავზარაშვილმა

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ქერეს მოსახლეობამ აქცია გამართეს. ადგილობრივები სოფელში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას, ასევე მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ.

დატოვე კომენტარი