სოფელ ქერეს მოსახლეობა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს
სოფელ ქერეს მოსახლეობა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის აშენებას ითხოვს

სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფელში საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 70-მდე სკოლის მოსწავლე მეზობელ სოფლების, ტყვიავისა და მერეთის სკოლებში სწავლობენ.

„ვიდრე სოფელ ქერეში ძველ სკოლას რეაბილიტაცია არ ჩაუტარდება, არ ვაპირებთ, ბავშვები გავუშვათ სხვა სოფლის სკოლაში. ძალიან რთულია ერთი სოფლიდან მეორე სოფელში სიარული“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ამასთან, ისინი სოფლისთვის მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებასაც ითხოვენ.

დატოვე კომენტარი