გორის „დილას“ და „ტორპედოს“ ლეგიონერებს ეროვნულ ნაკრებებში უხმეს #1TVSPORT
ქართულ კლუბებში მოთამაშე ორი აფრიკელი ლეგიონერი თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
გორის „დილას“ თავდამსხმელი დეოგრასიას ბასინგა კონგოს რესპუბლიკის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 5 სექტემბერს ტანზანიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
მიწვევა მიიღეს ქუთაისის „ტორპედოშიც“ – გუნდის ნახევარმცველი სორი მანე გვინეა-ბისაუს ნაკრებშია გამოძახებულია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სექტემბერში ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს – 4 სექტემბერს სიერა-ლეონეს უმასპინძლებს, ხოლო 8 სექტემბერს – ჯიბუტის.