გორელები ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
გორელები ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

„გოლდენ გორი“ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ.

ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გორელები სერბულ „კინეზის ნის“ შეხვდნენ, რომლის ღირსებასაც +90 კგ. წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი იცავს.

პირველი შეხვედრა მარგველაშვილსა და დავადორის შორის გაიმართა და ქართველის შესანიშნავი იპონით დასრულდა.

ლაშა შავდათუაშვილი მარკო ვუკიჩევიჩს შეხვდა. სერბი ტრავმით ასპარეზობდა და გორელ ფალავანს მისი დამარცხება არ გასჭირვებია.

ლუკა მაისურაძე მილან მიჰაილოვიჩს დაუპირისპირდა, დაძაბულ შეხვედრაში იმარჯვა და „გოლდენ გორის“ ფინალში ასპარეზობა გაუნაღდა – 3:0.

ღვინიაშვილმა ფილიპ მოსიჩი დაამარცხა, ხოლო კოკაურმა კი იერემიჩს სძლია და „გოლდენ გორი“ ფინალში ხუთი გამარჯვებით გადავიდა. საგულისხმოა, რომ ხუთივე ქართველმა ბრძოლა იპონით მოიგო.

დასკვნით დაპირისპირებაში გორელები ფრანგულ „ბლან მესნილს“ შეხვდებიან. ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.