გორდონ ჰეივარდს „შარლოტმა“ 120 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა
გორდონ ჰეივარდს „შარლოტმა“ 120 მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა

გორდონ ჰეივარდმა „ბოსტონთან“ დარჩენილ, 34.1 მილიონი დოლარის სახელფასო ოფციაზე უარი განაცხადა და თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა. ჰეიავრდს რამდენიმე გუნდს უკავშირებდნენ. ადრიან ვოჟნაროვსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰეივარდმაშარლოტთან“ მოილაპარაკა. უახლოეს პერიოდში ის გუნდთან ოთხწლიან, 120 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს გააფორმებს.

ამერიკულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გორდონ ჰეივარდის გადაბირებით „ნიუ იორკი“ და „ატლანტა“ იყვნენ დაინტერესებულები, თუმცა, როგორც ჩანს „შარლოტმა“ საჭირო სვლები კონკურენტებზე დროულად განახორციელა და ჰეივარდს უკეთესი პირობები შესთავაზა.