ჩრდილოეთ მაკედონიის საუკეთესო ფეხბურთელი გორან პანდევი, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ კარიერის დასრულებას აპირებს, – ამის შესახებ ფეხბურთელმა „სპორტმედიასთან“ ინტერვიუში განაცახდა.
„2020 ჩემთვის სპორტული თვალსაზრისით ნამდვილად წარმატებული წელი იყო. იმედი მაქვს, რომ 2021 წელი ახალ სიხარულს მომიტანს, მიუხედავად იმისა, რომ 38 წლის გავხდები. ნამდვილად ვიცი, რომ ჩემს კარიერაში ეს ბოლო სეზონი იქნება, ამიტომ მინდა, რომ მაქსიმალური გავაკეთო“, – განაცხადა პანდევმა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კაპიტანი ამბობს, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, „ჯენოაში“ დარჩენას აპირებს.
„ჯერ „ჯენოას“ სერია ა-ში ადგილი უნდა შევუნარჩუნოთ, შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში მსურს ოცნება ავიხდინო, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო და იქაც წარმატებას მივაღწიოთ. ამის შემდეგ კი ვფიქრობ, პენსიაზე გავალ. გენუაში დარჩენას ვგეგმავ. აქ ძალიან დიდხანს ვთამაშობდი, ჩემმა შვილებმა აქ ცხოვრება გადაწყვიტეს და მეც თავს უკვე ამ მშვენიერი ქალაქის მკვიდრად ვგრძნობ“, – თქვა გორან პანდევმა.