გორან პანდევი ერთა ლიგის დარჩენილ ორ შეხვედრაში ნაკრებს ვერ დაეხმარება, – ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
„პანდევი ფეხბურთის ღმერთია და ღმერთებს სამუშაოს დასრულების შემდეგ ცოტა დასვენება სჭირდებათ. დიდი მაკედონიელი ისტორიული ტრიუმფის შემდეგ და ევროპის ჩემპიონატში გასვლითი გოლის გატანის შემდეგ, იტალიაში კლუბში ბრუნდება და „ჯენოას“ შეუერთდება. ის ერთა ლიგის მიმდინარე ციკლში ესტონეთთან და სომხეთთან ბოლო ორ მატჩში არ იქნება“, – წერია განცხადებაში.
გარდა პანდევისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი ასევე ვერ დაიხმარს ეზგიან ალიოსკის ყვითელი ბარათის სიმრავლის გამო, ხოლო სტოლე დიმიტრიევსკის – წითელი ბარათის გამო. ასევე ტრავმირებულია არიან ადემი.
ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრაში საქართველოს და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს 5-5 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე გასვლის რეალური შანსი გააჩნიათ.