გორან პანდევი - ემოციებით ვარ სავსე, რადგან ოცნებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს
ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გორან პანდევმა „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან მატჩის ისტორიული მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„მადლობას ვუხდი მწვრთნელს, რადგან ის ჩემზე ყოველთვის თბილად ლაპარაკობს და მენდობა. მე ვამაყობ, რომ ამ თაობის ნაწილი ვარ. გვჭირდება თუ არა ასეთი მატჩისთვის მოტივაცია? გჭირდებათ სპეციალური მოტივაცია ამ მატჩისთვის? არის კი უფრო მეტი მოტივაცია, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა? შემიძლია მხოლოდ ვთქვა – შეხედეთ, სად ვიყავით ხუთი წლის წინ და გადახედეთ, სად ვართ ახლა, ოცნებას ერთი ნაბიჯით გვაშორებს“, – ამბობს პანდევი.
ვეტერანმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებზე თბილად ილაპარაკა და განაცხადა, რომ ისინი ბევრს იმსახურებენ.
„მერწმუნეთ, ეს ბიჭები ჩვენი ქვეყნისა და ფეხბურთისთვის ბევრს იმსახურებენ. მე მათ კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველა უფრო დიდ კლუბში თამაშს იმსახურებს. ასევე მინდა, რომ ამ ასაკში განიცადონ ევროპის ჩემპიონატი. ემოციები მეუფლება ფეხბურთისა და ელიტურ ევროპულ ფეხბურთში ამდენი წლის გატარებისა და უამრავი ჩატარებული მატჩების მიუხედავად. მე ემოციებით ვივსები, რადგან ამჯერად ჩრდილოეთ მაკედონიაზე ვსაუბრობთ. ამჯერად საქმე ეხება ყველას, ვისაც უდიდესი სპორტული სიხარულის მოლოდინი აქვს“, – აცხადებს ბალკანელთა კაპიტანი.