გოლი მეათასე შეხვედრაში - ლიონელ მესიმ არგენტინა მეოთხედფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
გოლი მეათასე შეხვედრაში - ლიონელ მესიმ არგენტინა მეოთხედფინალში გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT

კატარი 2022-ის მერვედფინალში პირველი წყვილი ცნობილია – არგენტინა-ნიდერლანდები. ევროპელებმა აშშ 3:1 დაამარცხეს, არგენტინას კი 1/8 ფინალში მეტოქედ ავსტრალია ჰყავდა. დამაჯერებელი თამაშით არგენტინელებმა ავსტრალიას 2:1 სძლიეს. წარმატებას კი საფუძველი კაპიტანმა ლიონე მესიმ ჩაუყარა.

 

არგენტინელები არ მალავენ, რომ მათი მიზანი მსოფლიო ჩემპიონობაა. თასისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ გამარჯვებას დიდი ფასი აქვს. თუმცა ლიონელ მესისთვის ეს შეხვედრა განსხვავებულად მნიშვნელოვანი იყო – ეს გახლდათ არგენტინის ნაკრების კაპიტნის მე-1000 შეხვედრა კარიერაში.

მესის ავსტრალიელებთან ვერ დაეხმარა მეგობარი ანხელ დი მარია, რომელსაც ტრავმა აქვს და მწვრთნელმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. არც დი მარიას გარეშე მოთამაშე არგენტინას გასჭირვებია ბურთის დაჭერა. სამხრეთამერიკელები თავის შანსს ელოდნენ და 35-ე წუთზე მიიღეს კიდეც. ლიონელ მესიმ ჩვეული, გამოზომილი დარტყმით ბურთი ავსტრალიის მეკარის მარჯვენა კუთხეში შეაგორა.

ეს იყო ლიონელ მესის პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატების პლეი ოფში.

მეორე ტაიმში არგენტინელები კიდევ უფრო მშვიდად, თავდაჯერებით გამოვიდნენ. ავსტრალიას ნამდვილად არ ეტყობოდა, რომ თამაშის შემოტრიალების რესურსი ჰქონდა. მითუმეტეს 57-ე წუთის შემდეგ. სწორედ ამ დროს დაუშვა შეცდომა ავსტრალიელთა მეკარე რაიანმა, ბურთი მას დე პაულმა აართვა და ხულიან ალვარესმა გოლად აქცია.

ალვარესი მესამე არგენტინელი ფეხბურთელია, რომელსაც 21-ე საუკუნეში მსოფლიო ჩემპიონატის ზედიზედ სამ მატჩში აქვს გოლი გატანილი. პირველი იყო გაბრიელ ბატისტუტა, მეორე – ლიონელ მესი.

ავსტრალიელებმა მატჩის ბოლოს ანგარიშის გაქვითვა მოახრხეს. გუდვინის დარტყმის შემდეგ ბურთი რეკოშეტით არგენტინალთა კარში შევარდა. ავტოგოლი ენცო ფერნანდესს ჩაეწერა.

ბოლო წუთებზე როგორც არგენტინის ნაკრებს ჰქონდა სხვაობის გაზრდის შანსი, ასევე ავსტრალიელებს – დამატებით დროში გადაყვანის. თუმცა გოლი აღარ გასულა და არგენტინამ 2:1 გაიმარჯვა.

 

1/8 ფინალი
03.12.2022 19:00 ნიდერლანდები – აშშ 3:1
03.12.2022 23:00 არგენტინა – ავსტრალია 2:1
04.12.2022 19:00 საფრანგეთი – პოლონეთი :
04.12.2022 23:00 ინგლისი – სენეგალი :
05.12.2022 19:00 იაპონია – ხორვატია :
05.12.2022 23:00 ბრაზილია – სამხრეთ კორეა :
06.12.2022 19:00 მაროკო – ესპანეთი :
06.12.2022 23:00 პორტუგალია – შვეიცარია :