გოლი 40 მეტრიდან – კრისტალბეთლიგა 2-ში ასეთებიც ხდება (ვიდეო)
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში კურიოზული გოლი გავიდა. გათამაშების ლიდერი, თბილისის „მერანი“ მესამეადგილოსან „სამტრედიას“ მასპინძლობდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.
მეორე გოლი სტუმართა კარში გიორგი ნიქაბაძემ 76-ე წუთზე გაიტანა. მან კარიდან წინ გამოსული მეკარე, კოკა სეფიაშვილი დაინახა და დაახლოებით 40 მეტრიდან დაურტყა.
ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისის „მერანსა“ და „სამტრედიას“ შორის „სპაერის“ სტადიონზე გაიმართა. ამ შეხვედრის შემდეგ „სამტრედია“ 29 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა, თბილისის „მერანი“ კი გათამაშების ცხრილს უკვე 39 ქულით ლიდერობს.