გოგა ხაინდრავა – ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის თემა დაიხურა, მორჩა, საქართველოში არჩევნები ჩატარდა
რეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშს ეხმაურება.
როგორც გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, ამ ანგარიშით საქართველოს პოლიტიკური ბრძოლა სრულდება.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თემა საქართველოშიც დაიხურება ქართული საზოგადოებისთვის, რადგან იმ მანქურთებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის თემა დაიხურა, მორჩა. საქართველოში არჩევნები ჩატარდა, ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ ეს ასეა, რადგან გვარამია, მელაძის და გრიგოლიას დონის მოაზროვნე უნდა იყო ადამიანი, რომ ჩათვალო 48% აღებული ხელისუფლება არჩევნებს აყალბებს, ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა ჯერ. იმედი მაქვს, რომ თქვენი კოლეგები და ადამიანები, ვინც ღირსეულად ემსახურებიან საინფორმაციო სამსახურებს და საკუთარ საზოგადოებას, ამ თემაზე წერტილს დასვამენ. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს არის ბრძოლა საკუთარ სახელმწიფოსთან, რისი მომსწრენიც ვართ, ეს არის ყველაზე საგანგაშო და სახიფათო დღეს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.