გოგა ხაინდრავა - მეუფე პეტრეს განცხადებები გასცდა სასულიერო საკითხებს და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო
გოგა ხაინდრავა - მეუფე პეტრეს განცხადებები გასცდა სასულიერო საკითხებს და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო

მეუფე პეტრე ცაავას განცხადებები გასცდა მის ეპარქიას, საერთოდ სასულიერო საკითხებს და მან პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, საინტერესოა, რატომ აკეთებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უპასუხისმგებლო განცხადებებს.

„მეუფე პეტრე პოლიტიკურ ველში შემოვიდა, პოლიტიკური განცხადებების გაკეთება დაიწყო. ძალიან უცნაური განცხადება გააკეთა და კარგი იქნება, რომ განმარტოს. განგვიმარტოს, რას გულისხმობს, როცა დანაშაულებრივ სისტემაზე ლაპარაკობს, როდესაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლო არის დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი. ესე იგი, რა გამოდის, რომ უზენაესი სასამართლო დანაშაულებრივი ორგანიზაციაა?! ასე ფიქრობს პეტრე ცაავა? თუ ასე ფიქრობს, რომ სახელმწიფო დანაშაულებრივი სისტემით იმართება, მაშინ ახსნას. ეს აღარ არის რელიგიური საკითხები, რომელზეც შეიძლება საკუთარი მოსაზრებები ჰქონდეს. ამის გაკეთება მოუწევს, რადგან ეს საზოგადო ინტერესია, ეს არ არის მისი ეპარქია მხოლოდ და მხოლოდ. ეს ყველა ჩვენგანის ქვეყანაა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და ძალიან გვაინტერესებს, რატომ აკეთებს ასეთი მაღალი სასულიერო იერარქიის პირი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს. თუ აკეთებს, მაშინ კეთილი ინებოს და დაასაბუთოს”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მეუფე პეტრე ცაავამ განაცხადა, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.