გოგა ჩხეიძემ ბუქარესტის ჩემპიონატზე ასპარეზობა მეოთხე ადგილით დაასრულა
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების წევრმა გოგა ჩხეიძემ (69 კგ.) ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აკვრაში საწყისი ორი ცდა (165, 172) წარმატებით გამოიყენა.
ატაცში დაფიქსირებული მეხუთე შედეგის მიუხედავად, ქართველი ძალოსანი ორჭიდის ჯამში მედლის მოპოვების რეალური კანდიდატად მოგვევლინა, მაგრამ მან მესამე ცდაზე 175 კილოგრამის დაძლევა ვერ შეძლო და საბოლოოდ როგორც აკვრაში, ისე ორჭიდის ჯამში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.