ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს, ფიცარნაგზე 67 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ, სადაც საქართველოს ნაკრების წევრმა, გოგა ჩხეიძემ „ბ“ ჯგუფში იასპარეზა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 133, 137 კგ დაძლია და მეექვსე ადგილზე გავიდა, აკვრაში კი მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა – 162 ,166 , 170 და მესამე საფეხურზე გავიდა.
170 კილოგრამის დაძლევის სანაცვლოდ, ჩხეიძემ ევროპის რეკორდი, რომელიც მის მიერვე იყო დამყარებული, კილოგრამით გააუმჯობესა.
ორჭიდის ჯამში, გოგა ჩხეიძე 307 კგ-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.