გოგა ჩხეიძე - მედლის მოპოვებით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტიც შეიძლებოდა [ვიდეო] #1TVSPORT
ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 67 კგ. წონით კატეგორიაში ქართველმა ძალოსანმა, გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან აკვრაში ჯერ 165, შემდეგ კი 170 კგ. დაძლია და მედალი დაიმსახურა.
პირველ მოძრაობაში (ატაცში) მან სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა და ჯერ 134, შემდეგ 138, ბოლოს კი 140 კგ. დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ გოგა ჩხეიძემ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. მადლობა ყველას ქომაგობისთვის. მინდა ქართველ ძალოსნებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გამოდიან, წარმატებები ვუსურვო“.