გოგა ჩანადირი - სახელმწიფო ქართულ ენაზე არ მელაპარაკება
გოგა ჩანადირი - სახელმწიფო ქართულ ენაზე არ მელაპარაკება

ძალიან ბევრს ადგილას სახელმწიფო მიწერს BUS LINE-ს, გამოდის, რომ კანონს თვითონ სახელმწიფო არღვევს, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა, ენის დამცველმა და სამოქალაქო აქტივისტმა, გოგა ჩანადირმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„არსებობს კანონი, სადაც ნათლად წერია, რომ სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო ენაზე უნდა ელაპარაკებოდეს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვენი სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთში ქართული და აფხაზური. მე კი, თბილისში, ძალიან ბევრს ადგილას სახელმწიფო მიწერს BUS LINE-ს, რითაც გამოდის, რომ კანონს თვითონ სახელმწიფო არღვევს. სახელმწიფო ქართულ ენაზე არ მელაპარაკება“, – განაცხადა ჩანადირმა

როგორც ენის დამცველმა და სამოქალაქო აქტივისტმა აღნიშნა, ენა საზოგადო საკუთრებაა და ის ყველას საზრუნავია.

„ეს მხოლოდ ენათმეცნიერების მოსავლელი საკითხი არ არის. თუ ამას გავიაზრებთ, პრობლემას მოვერევით“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.