რუმინეთში მიმდინარე იუნიორთა და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
61 კგ. წონით კატეგორიაში, გოდერძი ბერდელიძე ატაცის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა.