გოცირიძემ „შუქურას“ ამხანაგურები დაგეგმა #1TVSPORT
გოცირიძემ „შუქურას“ ამხანაგურები დაგეგმა #1TVSPORT

საზაფხულო შესვენების შემდეგ ქობულეთის „შუქურამ“ ვარჯიშები განაახლა – გუნდმა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა და ელიგაში დაბრუნებას გეგმავს, გაძლიერებას აპირებს.

გუნდთან ერთად ემზადება ახალწვეული, ისუფ ტურე, რომელიც გუნდს წყალტუბოს „სამგურალიდან“ შეუერთდა. ამას გარდა, შეთანხმება მიღწეულია ირაკლი ჯავახიშვილის იჯარით თბილისის „მერანიდან“ გადასვლაზე.

ქობულეთლების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ გოცირიძემ „შუქურას“ საკონტროლო მატჩები დაგეგმა. პირველ აგვისტომდე გუნდი ინტენსიური გრაფიკით ითამაშებს და 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

„შუქურა“ სამ შეხვედრას ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გამართავს – 27 ივლისს ფოთის „კოლხეთი 1913“-ს უმასპინძლებს, 28 ივლისს – „მაჭახელას“, 3 ივლისს – ლანჩხუთის „გურიას“ და მხოლოდ ერთი სპარინგი დაგეგმეს ზესტაფონის „დავით აბაშიძე არენაზე“, სადაც პირველ აგვისტოს ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდებიან.