ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს 
ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს 

ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც გათავისუფლების შემდეგ ტორუამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებმა ის პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ორგანიზაციის წევრთა აქცია გრძელდება. შეკრებილები სახელმწიფოს მიერ ვეტერანებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარების გაზრდას მოითხოვენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის განცხადებით, სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით დევნილების პროტესტი მისთვის გასაგებია. მისივე თქმით, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს სხვადასხვა სოციალური პროგრამის მიმართულებით.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გმირთა მოედაზე მცირე ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციამ ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა დააკავა.