გმირთა მემორიალთან ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე დააკავეს

10:10, 27.09.2021

თბილისში, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ წევრები შეიკრიბნენ. ისინი ვეტერანებისთვის გამოყოფილი სოციალური დახმარების გაზრდას ითხოვდნენ.

პოლიციამ შეკრებილებს მოუწოდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც სამართალდამცველებსა და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პოლიციამ ინციდენტისას ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი ტორუა დააკავა.

მსგავსი