გლოვის დღესთან დაკავშირებით კალათბურთელთა განვითარების ლიგის თამაშები გადაიდო
შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 25 აგვისტოს დანიშნული თამაშები გადადო.
ოლიმპიურ სასახლეში ამ დღეს უნდა გამართულიყო მოთამაშეთა განვითარების ლიგის 2 ნახევარფინალური მატჩი, რომლებიც, ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 აგვისტოს გაიმართება. შეცვლილი კალენდარი ასე გამოიყურება:
26 აგვისტო
ცხუმ-აფხაზეთი – ოლიმპი 17:00
დინამო – ქუთაისი 19:00
შესაბამისად, ფინალური მატჩი, 26-ის ნაცვლად 27 აგვისტოს, 17:00 საათზე გაიმართება.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.