გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება
გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

გლდანის მე-7 მკ/რ-ში, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. მათ მიწაში სიმბოლური კაფსულა ჩააგდეს.

პროექტის მიხედვით, გლდანის საფეხბურთო ცენტრში ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი მოეწყობა (102X68), დამონტაჟდება მოედნის 250-ლუქსიანი განათება, აშენდება ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წელს იგეგმება და ამ უბნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება – სპორტულ კომპლექსს საფეხბურთო სკოლები, ქალთა და მოყვარულთა გუნდები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.