მინსკის ევროპულ თამაშებზე, 23-წლამდელთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა გივი მაჭარაშვილმა 125 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალი, რუსეთის ნაკრების წევრ ანზორ ხიზრიევთან დათმო.
მოპოვებული ვერცხლის მედლის შემდეგ, საქართველოს პირველ არხთან კომენტარი ჭიდაობის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ და თავად გივი მაჭარაშვილმა გააკეთეს.